ჩვენ შესახებ

შპს „დათო“ დაარსდა და სავაჭრო სფეროში მოღვაწეობს 2001წლიდან. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ლითონის მასალების იმპორტი და მისი როგორც საცალო, ასევე საბითუმო გზით რეალიზაცია. შპს „დათო“ წლებია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ლითონის სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რკინის პროცუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტს.

ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობს რათა მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება კომპანიის სავიზიტო ბარათია. შპს „დათოს“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ხარისხიანი პროდუქცია სწრაფ მომსახურებასთან ერთად, კომპანიას უქმნის უპირობო გარანტიას სტაბილურად ეჭიროს წამყვანი პოზიცია ბაზარზე. 

შპს „დათო“ მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ინოვაციების  დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე.